საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 10-მდე გაიზარდა.
ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხაადა. მისი თქმით, მეათე პაციენტს კონტაქტი ჰქონდა კორონავირუსის მე-4 შემთხვევასთან. იგი დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის შვილი და საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის (GHG) დირექტორი ნიკოლოზ გამყრელიძეა.
მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ათი პაციენტიდან ერთი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე რჩება.