ახალი ამბები

კალაძემ კვლავ შეიცვალა პოზიცია პროპორციულ სისტემაზე

6 მარტი, 2020 • 1876
კალაძემ კვლავ შეიცვალა პოზიცია პროპორციულ სისტემაზე

თბილისის მერი კახა კალაძე, რომელიც თავდაპირველად მხარს უჭერდა 2020 წელს სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, შემდეგ კი თქვა, რომ ასეთი სისტემით არჩევნები 2024 წელსაც არ უნდა ჩატარდეს, დღეს აცხადებს, რომ პროპორციულ არჩევნებში პრობლემას ვერ ხედავს.

კახა კალაძის თქმით, ის მომხრეა 120/30-ზე თანაფარდობის და მომხრე იყო პროპორციული საარჩევნო სისტემისაც, ვინაიდან მნიშვნელობა არ აქვს, რა სისტემთ ჩატარდება არჩევნები.

“საარჩევნო სისტემაზე საუბარი დიდი ხანია მიმდინარეობს. ჩვენი მხრიდან არაერთი ნაბიჯი იქნა გადადგმული იმისკენ, რომ მოხდეს შეთანხმება, თუ როგორი საარჩევნო სისტემით ჩატარდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები. უახლოეს პერიოდში უნდა გაიმართოს შეხვედრა ოპოზიციასთან და დარწმუნებული ვარ, გარკვეული კონსენსუსი შედგება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. მე საერთოდ ვერ ვხედავ პრობლემას, 110 იქნება 40-ზე, 120/30-ზე თუ საერთოდ პროპორციული არჩევნები იქნება, თუმცა გუნდში იყო დეპუტატების გარკვეული ჯგუფი,  რომელიც ეწინააღმდეგებოდა საარჩევნო სისტემის ცვლილებას, შესაბამისად, რა თქმა უნდა, გუნდშიც უნდა მოხდეს შეჯერება და კონსენსუსი, თუ როგორი საარჩევნო სისტემა იქნება”, – განაცხადა კალაძემ.


“ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კალაძემ 22 იანვარს განაცხადა, რომ სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით საპარლამენტო არჩევნები არათუ 2020 წელს, არამედ 2024-შიც არ უნდა ჩატარდეს, რასაც დღეს მოქმედი კონსტიტუცია ითვალისწინებს. კალაძის თქმით, პროპორციული სისტემის მხარდამჭერი იყო, თუმცა აზრი შეიცვალა “დღევანდელი მდგომარეობისა” და “ქვეყნის ინტერესებიდან” გამომდინარე.

კალაძის თქმით, პროპორციული არჩევნები 2024-შიც არ უნდა ჩატარდეს

მასალების გადაბეჭდვის წესი