ბაქოს მერიამ ფემინისტური მოძრაობის მიმართვასთან დაკავშირებით, ქვეყნის დედაქალაქის ცენტრში 8 მარტს აქცია-მსვლელობა გაიმართოს, უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღო.
როგორც ბაქოს მერიის საპასუხო წერილში წერია, აღნიშნული ტერიტორია ხალხმრავალია და შესაბამისად, „საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით, მსგავსი ღონისძიებების გამართვა იქ მიზანშეწონილი არ არის“.
ალტერნატივის სახით კი, ფემინისტებს აქციის გამართვა ბაქოდან 35 კილომეტრში, ლოკბატანის დასახლებაში შეთავაზეს.
აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ისინი არ დაემორჩილებიან მერიის მითითებას და ღონისძიებას ბაქოს ცენტრში მაინც გამართავენ.
შარშან ბაქოში სარვამარტო აქცია პოლიციამ დაშალა.