ახალი ამბები

სამხრეთ კორეა კორონავირუსის გამო ნაღდ ფულს კარანტინში მოათავსებს და დაწვავს

6 მარტი, 2020 • 1783
სამხრეთ კორეა კორონავირუსის გამო ნაღდ ფულს კარანტინში მოათავსებს და დაწვავს

სამხრეთ კორეის ცენტრალური ბანკის განცხადებით, ისინი გეგმავენ ნაღდი ფული – ბანკნოტები ორი კვირით კარანტინში მოათავსონ, რათა კორონავირუსის ყველა კვალი განადგურდეს. უწყების განცხადებით, შესაძლოა ზოგი ბანკნოტი დაწვან კიდეც. ინფორმაციას ამის შესახებ CNA ავრცელებს.

გარდა ამისა, უწყება ბანკნოტებს მაღალი ტემპერატურის ქვეშ „წმენდის“ რეჟიმში გაატარებს, როგორც ამას ბანკნოტების გამოშვებამდე აკეთებდა.

„ადგილობრივი ბანკებიდან ცენტრალურ ბანკში გადაცემული ნაღდი ფული ორი კვირის განმავლობაში უსაფრთხოდ იქნება შენახული, გამომდინარე იქიდან, რომ ვირუსი, ჩვეულებრივ, ცხრა დღის შემდეგ კვდება“, – მოჰყავს გამოცემას ცენტრალური ბანკის თანამდებობის პირი კომენტარი.

მსგავსი ზომები იქამდე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაშიც მიიღეს.


პარასკევის მონაცემებით, სამხრეთ კორეაში კორონავირუსით მთლიანობაში 6 284 ადამიანი დაავადდა. მსოფლიოში ეს რიცხვი 100 ათასს აღწევს. საქართველოში ამჟამად 9 დაავადებულია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი