ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ იტალიასთან ფრენების დროებით შეჩერების შემდეგ, საქართველოს მთავრობა მუშაობს იტალიიდან საქართველოს მოქალაქეების ორგანიზებულად ჩამოყვანაზე.
„მინდა დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები, ვინც იტალიიდან საქართველოს მიმართულები გამომგზავრებას აპირებდა. ჩვენ უკვე ვმუშობთ რომ ორგანიზებულად მოხდეს მათი ჩამოყვანა“, – განაცხადა მან.
თურნავას თქმით, ამ პროცესთან დაკავშირებულ ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს. „ტექნიკური დეტალები ჩვენი საელჩოს მეშვეობით მოგვიანებით გახდება ცნობილი“, – განუცხადა თურნავამ ჟურნალისტებს.
მთავრობა უფასოდ საქართველოს იმ მოქალქეებს ჩამოიყავნს, რომლებსაც უკვე ნაყიდი აქვთ ბილეთი ან უახლოესი ორი კვირის მანძილზე დაჯავშნილი ჰქონდათ რაინეარის ან ვიზეარის რეისი.
„იმედი გვაქვს რომ ზაფხულის დადგომასთან ერთად კორონავირუსის გამოწვევა შემცირდება“, — განაცხადა ნათია თურნავამ.
ახალ შეზღუდვებზე გირჩევთ წაიკითხოთ:
იტალიიდან ჩამოსულებისთვის თვითიზოლაციის წესი არ გაუქმებულა – ჯანდაცვა