ახალი ამბები

ევროპული საქართველო გადასახადების შემცირებას ითხოვს

6 მარტი, 2020 • 1012
ევროპული საქართველო გადასახადების შემცირებას ითხოვს

ევროპულმა საქართველო მიმდინარე წლის აპრილიდან გარკვეული გადასახადების შემცირებას ითხოვს.

პარტია აცხადებს, რომ  ეს კორონა ვირუსით გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისთან ბრძოლის გეგმას წარმოადგენს, რომელიც მათ შეიმუშავეს.

პარტიის მიერ გავრცელებული პრესრელიზის თანახმად, კორონა ვირუსით გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისთან ბრძოლის გეგმა მოიცავს შემდეგ საგადასახადო შემცირებებს. ამავე წლის აპრილიდან:

1. საშემოსავლო გადასახადის 20%დან – 17%მდე შემცირება, “რაც სამუშაო ადგილების დაკარგვას თავიდან აგვაცილებს და 380 მილიონ ლარს დაუტოვებს ხალხს”
2. ქონების გადასახადის განახევრება, რაც “195 მილიონ ლარს დაუტოვებს მეწარმეებსაც ასევე სამუშაო ადგილების შემირებას შეაჩერებს”
3. ნავთობპროდუქტებზე აქციზის გადასახიდს 25%ით შემცირება, რაც “საწვავზე ფასს 8-10 თეთრით გააიაფებს და ზოგადად ხელს შეუშლის ფასების ზრდას ქვეყანაში მოცემული გეგმა ითვალისწინებს კერძო სექტორში 690 მილიონი ლარის დატოვებას”

“ეს საბიუჯეტო დანაკლისი აუცილებლად უნდა დაბალანსდეს ბიუროკრატიული და არაეფექტური ხარჯების შეკვეცით”, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი