ახალი ამბები

საპენსიო სააგენტოს თქმით, 600 მილიონამდე ინვესტიცია 7 ბანკში გაანაწილა

6 მარტი, 2020 • 1115
საპენსიო სააგენტოს თქმით, 600 მილიონამდე ინვესტიცია 7 ბანკში გაანაწილა

საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭო დამატებით განმარტებას ავრცელებს საპენსიო სააგენტოში მობილიზებული, მოქალაქეთა კუთვნილი 600 მილიონამდე ლარის ინვესტირების შესახებ. როგორც სააგენტო აცხადებს, ინვესტიცია 7 კომერციულ ბანკში განაწილდა, თუმცა არ ასახელებენ კონკრეტულად რომელ ბანკში რა ოდენობის ინვესტიცია განახორციელა.

“მიმდინარე დღეების განმავლობაში, საინვესტიციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საპენსიო აქტივებზე რეალური ამონაგების გაზრდის მიზნით და მონაწილეთაა ინტერესების შესაბამისად, საპენსიო სააგენტომ განახორციელა 575 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიცია მაღალრეიტინგული ადგილობრივი ლიცენზირებული კომერციული ბანკების მიერ გამოშვებულ სადეპოზიტო სერტიფიკატებში, ხოლო 15 მილიონი ლარის ოდენობის საპენსიო აქტივები ეროვნულ ვალუტაში განათავსა ბანკების ვადიან დეპოზიტებზე”, – აცხადებს საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭო.

უწყების ინფორმაციით, ინვესტირების პროეცესი წარმართა საინვესტიციო საბჭოს წევრმა დავით წიკლაურმა, რომელიც სწორედ ამის განსახორციელებლად 3 მარტის ჩათვლით დანიშნული იყო უფროსი საინვესტიციო ოფიცრის პოზიციაზე.

“ჯამური ინვესტიციების ოდენობა გადანაწილდა 7 კომერციულ ბანკში და გამოყენებული იქნა შემდეგი ფინანსური ინსტრუმენტები – დისკონტური და საპროცენტო სადეპოზიტო სერთიფიკატი და ვადიანი დეპოზიტები, ინვესტიციების ვადიანობა განისაზღვრა 2-5 წლიანი პერიოდულობით, ხოლო საშუალო ნომინალური საპროცენტო განაკვეთი 14.8%*-ით განისაზღვრა. ასევე მომავალში გაგრძელდება მოლაპარაკებები ამ და სხვა ქართულ კომერციულ ბანკებთან”, – აცხადებს საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭო.

საბჭოსვე განმარტებითი, ისინი “უაღრესად დადებითად” აფასებენ დავით წიკლაურის მიერ განხორციელებულ ინვესტიციას, რადგან “არსებულ პორტფელზე მოსალოდნელი უკუგება, მნიშვნელოვნად აღემატება, ამჟამად ბაზარზე არსებულ სარგებელს სახელმწიფო ბენჩმარკ ბონდებზე, მაშინ, როდესაც ადგილობრივი კომერციული ბანკების რისკების დონე არის დაბალი.”

აღნიშნული განცხადება შეიმუშავეს საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრებმა:

  • ოლივიერ რუსო, საბჭოს თავმჯდომარე;
  • ჟან-ფრედერიკ პოლსენი, თავჯდომარის მოადგილე;
  • მაკ რიდლი;
  • ტიმო ვიჰერკენტა;
  • დავით წიკლაური.

მასალების გადაბეჭდვის წესი