ახალი ამბები

“WHO საქართველოს და სხვა ქვეყნებს სამედიცინო საგნებით უზრუნველყოფს” – გაბუნია

6 მარტი, 2020 •
“WHO საქართველოს და სხვა ქვეყნებს სამედიცინო საგნებით უზრუნველყოფს” – გაბუნია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სხვადასხვა ქვეყნისთვის გარკვეული რაოდენობის აუცილებელი სამედიცინო დანიშნულების საგნებით უზრუნველყოფს.

მინისტრის მოადგილის თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ეს გადაწყვეტილება ჩინეთში ეპიდემიის გავრცელებით გამოწვეული დეფიციტის გამო მიიღო:

“თვითონ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ შექმნა აუცილებელი სამედიცინო დანიშნულების საგნების ნუსხა, რომლის გადაცემასაც სხვადასხვა ქვეყნისთვის უზრუნველყოფს. რა თქმა უნდა, აქ ძვირადღირებული საგნები არ არის, მაგრამ რადგან ჩინეთში შექმნილი სიტუაციის გამო გლობალურად შეიქმნა დეიფიციტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჩართულია მეტი კოორდინაციისა და მარაგების მართვის კუთხით” – ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე “ნეტგაზეთთან”.


5 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორნავირუსის 9 შემთხვევა დაფიქსირდა, ათეულობით პაციენტს კი აკვირდებიან საავამდყოფოებსა და საკარანტინო სივრცეებში. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) ინფორმაციით, 9 ინფიცირებულიდან 7 იტალიიდან ჩამოვიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი