ახალი ამბები

კორონავირუსთან დაკავშირებული ყველა კვლევა უფასოა – სამინისტრო

6 მარტი, 2020 • 935
კორონავირუსთან დაკავშირებული ყველა კვლევა უფასოა – სამინისტრო

კორონავირუსთან დაკავშირებულ ნებისმიერ კვლევას, რომელიც ტარდება ეპიდემოლოგიური ჩვენებისა და რისკებიდან გამომდიანრე, სახელმწიფო აფინანსებს. ამის შესახებ ნეტგაზეთს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განუცხადა.

ამ საკითხთან დაკავშირებით აზრთასხვადასხვაობა გამოიწვია სახელმწიფოს მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად შექმნილ ვებგვერდზე გაკეთებულმა ჩანაწერმა.

დაავადების სიმპტომების არსებობისას, თუ კი ექიმის მიერ ეჭვი იქნება მიტანილი ახალ კორონავირუსზე, სადიაგნოსტიკო კვლევები მათ შორის სპეციფიკური, სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. სხვა ტიპის ვირუსის აღმოჩენის შემთხვევაში გადახდა მოხდება თანაგადახდით (საყოველთაოს პაკეტის პირობებიდან გამომდინარე) ან თვითდაფინანსებით (თუ არ სარგებლობს არცერთი სახის დაზღვევით)”, – ვკითხულობთ ამ ჩანაწერში.

თამარ გაბუნიას განმარტებით, კორონავირუსთან დაკავშირებული კვლევისას ყველა შემთხვევაში ხდება სახელმწიფო დაფინანსება, მათ შორის სხვა ვირუსების გამოვლენის შემთხვევაშიც.

“განვმარტავთ მაგ ჩანაწერს რახან გაუგებარია”.

იგივეს ამბობს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძეც.

“სახელმწიფო აფინანსებს, მე გუშინ წავიკითხე კომენტარი, რასაც არ ვადასტურებთ”, – განაცხადა ტიკარაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი