ახალი ამბები

20 ივნისის საქმეზე ბრალდებულ 3 პირს საპროცესო გაუფორმდა

6 მარტი, 2020 • 1696
20 ივნისის საქმეზე ბრალდებულ 3 პირს საპროცესო გაუფორმდა

20-21 ივნისის ღამის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული ოთხი პირიდან სამი სასამართლომ სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში ადასტურებენ.

სასამართლომ მსჯავრდებულებს – კახაბერ კუპრეიშვილს, ცოტნე სოსელიას და ზურაბ ბუდაღაშვილსა და პროკურატურას შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმების საფუძველზე დაკავებულები პატიმრობიდან გაათავისუფლა და 3-3 წლით პირობითი მსჯავრი, ასევე, 2000-2000-ლარიანი ჯარიმა განუსაზღრა.

რაც შეეხება მეოთხე დაკავებულს, ბესიკ თამლიანს, ის ბრალს არ აღიარებს და მის საქმეს სასამართლო ცალკე განიხილავს.

20-21 ივნისის ღამეს დაკავებულ პირებს: კახაბერ კუპრეიშვილს, ცოტნე სოსელიას, ზურაბ ბუდაღაშვილს და ბესიკ თამლიანს ბრალი ედებოდათ ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობაში, რასაც თან ახლდა რბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, ასევე ხელისუფლების წარმომადგნლისადმი წინააღდეგობის გაწევა და მათზე თავდასხმა.

20 ივნისს აქცია თბილისში რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ვიზიტის გამო დაიწყო. მოგვიანებით ეს აქცია ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით დაშალა, რის შედეგადაც ათეულობით ადამიანი დაშავდა, მათ შორის, აქციის მონაწილეები, ჟურნალისტები და პოლიციელები.

მთავარ ფოტოზე: 20 ივნისის ღამე რუსთაველის გამზირზე/გიორგი არჯევანიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი