ახალი ამბები

ვუჰანში კორონავირუსი მარტის ბოლოსთვის შეიძლება აღარ იყოს – ჩინეთის მთავრობის ექსპერტი

6 მარტი, 2020 • 2169
ვუჰანში კორონავირუსი მარტის ბოლოსთვის შეიძლება აღარ იყოს – ჩინეთის მთავრობის ექსპერტი

ვუჰანში, საიდანაც კორონავირუსი თავდაპირველად გავრცელდა, მარტის ბოლოსთვის კორონავირუსის შემთხვევები ნულამდე დაეცემა, აცხადებს მთავრობასთან არსებული კორონავირუსთან ბრძოლის კომისიის ექსპერტი. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერსი“ ავრცელებს.

როგორც ჟანგ ბოლი ამბობს, ჰუბეის პროვინციის და მისი დედაქალაქის, ვუჰანის გარდა თითქმის ყველა რეგიონმა ინფექციის შეჩერება წინა თვის – თებერვლის ბოლოსთვის მოახერხა.

მისი გამოთვლებით, ჰუბეის პროვინციაში ვუჰანის გარდა სხვა ქალაქები ვირუსის ნულამდე დაყვანის მიზანს მარტის შუა რიცხვებში მიაღწევენ.

კორონავირუსით ჩინეთში ამჟამად 80,409 ადამიანი დაავადებული. დაახლოებით 3000 გარდაცვლილია, 50 000-ზე მეტი გამოჯანმრთელდა. დაავადების დინამიკა ბოლო დროს შემცირებულია და დღეში ვუჰანში დაახლოებით 100-ზე ოდნავ მეტი ადამიანი ავადდება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი