ახალი ამბები

ოქრუაშვილის დაცვის წევრი წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

5 მარტი, 2020 • 851
ოქრუაშვილის დაცვის წევრი წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

ირაკლი ოქრუაშვილსი დაცვის წევრი კობა კოშაძე წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ინფორმაცია ამის შესახებ “ნეტგაზეთს” პარტიაში დაუდასტურეს.

“გამარჯვებული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გურამ ჩალაგაშვილი “ნეტგაზეთთან” აცხადებს, რომ კოშაძისთვის პატიმრობის 5 000-ლარიანი გირაოთი შეცვლა დღევანდელ პროცესზე თავად პროკურატურამ მოითხოვა.

ჩალაგაშვილი აცხადებს, რომ პარტიაში დღეს კოშაძის გათავისუფლების მოლოდინი არ ჰქონიათ, თუმცა ამბობს, რომ ეს პირველი ნაბიჯია ქვეყანაში ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებისკენ:

“დღეს ამას არ ველოდით არავინ, მაგრამ მოლოდინი იმისა, რომ ყველა პოლიტმაპიმრის გათავისუფლება უნდა მოხდეს, გვაქვს. ეს არის ხალხის დაკვეთა, რომ ქვეყანაში ჩატარდეს გამჭვირვალე და თანასწორი არჩევნები და ყველა პარტიის ლიდერს უნდა ჰქონდეს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა.

კობა კოშაძე დაპატიმრებული იყო იმიტომ, რომ ის ირაკლი ოქრუაშვილის მეგობარი და დაცვის ყოფილი წევრი იყო. ამით ხელისუფლებამ მისცა ირაკლი ოქრუაშვილს გაფრთხილება, რომ არ მიღო პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილება. ამაზე ოქრუაშვილმა უარი თქვა, რის გამოც მათ ორ დღეში დააკავეს კობა და ჩაუდეს იარაღი. ეს იყო მნისნეოვანი გზავნილი ირაკლიმ არ დაიხია უკან ერთი კვრის თავზე თავად ირაკლიც დააკავეს” – ამბობს ჩალაგაშვილი.

კოშაძე 17 ივლისს, დილით დააკავეს, როგორც ადვოკატი რუსთავი2-თან საუბარში ამბობდა, ქალაქის შემოსასვლელში. ადვოკატის თქმითვე, კოშაძეს მაკაროვის ტიპის პისტოლეტის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებიან. ადვოკატის თანახმადვე, დაკავების შემდეგ კოშაძის სახლში, თბილისში, რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა ჩხრეკა. შსს-ში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ იარაღი კოშაძის დაკავებისას ამოიღეს და არა მის სახლში ჩხრეკისას.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც 2 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი