ახალი ამბები

2019 წლის მეოთხე კვარტალში ბიზნესის ბრუნვა 21.7%-ით გაიზარდა

5 მარტი, 2020 • 1022
2019 წლის მეოთხე კვარტალში ბიზნესის ბრუნვა 21.7%-ით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წლის მეოთხე კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა  გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 21.7% გაიზარდა და 31.4 მილიარდი ლარი შეადგინა. საქსტატის ცნობითვე, ბრუნვის 52.7% მოდის მსხვილ ბიზნესზე, 20% – საშუალოზე, ხოლო 27.3% – მცირე ბიზნესზე ნაწილდება.

საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 2019 წლის IV კვარტალში 19.3 მლრდ. ლარი შედაგინა, რაც 2018 წლის შესაბამის პერიოდზე თითქმის 17%-ით მეტია.

2019 წლის IV კვარტალში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 713.9 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 4.3 პროცენტით აღემატება. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 41.7 პროცენტი ქალია, ხოლო 58.3 პროცენტი – კაცი.

2019 წლის IV კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი 38.4%  ვაჭრობაზე მოდის. მეორე ადგილზეა ხელოვნება, გართობა და დასვენება 24.7% წილით, შემდეგ მოდის დამამუშავებელი მრეწველობა – 9.3%, მშენებლობა – 8.2% და სხვა.

ყველაზე მეტ ადამიანს დასაქმებულთა 42.1%-ს მცირე ბიზნესი ასაქმებს, შემდეგ 36.2%-ით მსხვილი ბიზნესი მოდის. საშუალო ბიზნეს  21.7%-ს ადამიანი ჰყავს დასაქმებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი