ხაშურში ქალი დაჭრეს.
თავდასხმა ხაშურის ცენტრში, ხალხმრავალ ადგილას მოხდა. “მთავარი არხის” კადრებში ჩანს დაჭრილი ქალი, რომელიც ძირს წევს და ადგილობრივები მის დახმარებას ცდილობენ. პოლიციამ თავდამსხმელი ადგილზე დააკავა.
შსს-ს ცნობით, 28 წლის კაცი ყოფილ ცოლს – 24 წლის ქალს ქუჩაში დაესხა თავს და დაჭრა. გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ შემთხვევის დროს ქუჩაში გამვლელებიც იმყოფებოდნენ.
დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ეს მუხლი ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
რაც შეეხება ქალს, სასწრაფოს ინფორმაციით, ის მედიკოსების მისვლამდე საავადმყოფოში გადაიყვანეს.