ახალი ამბები

იტალიიდან ვბრუნდები საქართველოში და როგორ მოვიქცე? – ინსტრუქცია

5 მარტი, 2020 • 1567
იტალიიდან ვბრუნდები საქართველოში და როგორ მოვიქცე? – ინსტრუქცია

ჯანდაცვის სამინისტრო კორონავირუსის გავრცელების პარალელურად, მაღალი რისკის ზონის ქვეყნებიდან საერთაშორისო მოგზაურთათვის რეკომენდაციებს აქვყენებს.

მაღალი რისკის ქვეყნებად ითვლებიან: იტალია, სამხრეთ კორეა, ირანი, ჩინეთი.

დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოქალაქეებს, რომლებიც იტალიიდან, ირანიდან და ა.შ დაბრუნდნენ, ქვეყანაში, 2-კვირიანი თვითიზოლაციისაკენ ან კარანტინში განთავსებისაკენ მოუწოდებს.

თუ მგზავრი ჩამოდის ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების მაღალი რისკის ქვეყნიდან (ჩინეთი, ირანი, იტალია, სამხრეთ კორეა) დაცული უნდა იყოს შემდეგი წესები:

  1. თვითმფრინავში ყოფნისას: 
  • სპეციალური კითხვარის შევსება მოგზაურობის ისტორიის შესახებ;
  • ბორტზე აუცილებელია ნიღბის ტარება, რომელიც უნდა შეიცვალოს ყოველ ორ საათში ახალი ნიღბით, ხოლო ძველი მოთავსდეს ნარჩენების პარკში;
  • პირადი ჰიგიენის წესების მკაცრად დაცვა: კვების წინ ხელის დაბანა წყლითა და საპნით, ან  ხელის დასამუშავებელი სპირტის შემცველი ხსნარის გამოყენება; 
  • ტუალეტით სარგებლობის შემდეგ ხელების დაბანა წყლითა და საპნით, და/ან  ხელის დასამუშავებელი სპირტის შემცველი ხსნარის გამოყენება;
  • იმ ადამიანებთან ახლო კონტაქტისგან თავის არიდება, რომლებსაც აღენიშნებათ ხველება და სიცხე;
  • ხელის თვალებთან, პირთან და ცხვირთან შეხებისგან თავის არიდება.
  1. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში/სახმელეთო სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე:
  • თერმული სკრინინგის გავლა თერმოსკანერის(მგზავრისთვის შეუმჩნეველი), ან, დისტანციური თერმომეტრის საშუალებით;
  • შემოსავლების სამსახურის ეპიდემიოლოგის მიერ საინფორმაციო ბარათის (მგზავრთან ჩაღრმავებული ინტერვიუს საშუალებით) შევსება.
  • თუ სკრინინგების გავლისას მგზავრს: 
  • დაუფიქსირდა ტემპერატურა 37,5 და მეტი, ხველა და ამასთან ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობდა ვირუსის მაღალი გავრცელების ქვეყნებში, იგი სასწრაფო დახმარების ბრიგადის საშუალებით გადაყვანილ იქნება ინფექციურ საავადმყოფოში, სადაც ჩაუტარდება კვლევა ახალი კორონავირუსის გამოსარიცხად. ამისათვის იღება ცხვირ-ხახის ნაცხი და იგზავნება ლუგარის ლაბორატორიაში, საიდანაც არაუგვიანეს 12 სთ-ში ცნობილი იქნება კვლევის პასუხი. საავადმყოფოდან გაწერა ხდება დაავადების შესაბამისი კლინიკური ნიშნების არარსებობის და/ან ლაბორატორიული კვლევის შედეგების გამოსწორების შემთხვევაში.
  • ტემპერატურული რეაქცია არ დაუფიქსირდა, მაგრამ მგზავრს აღენიშნება სასუნთქი სისტემის მწვავე ინფექციის სხვა ნიშნები (სურდო, სისუსტე და სხვა), ამასთან, სიმპტომების დაწყებამდე 14 დღის განმავლობაში ჰქონდა კონტაქტი COVID-19-ის დადასტურებულ ან სავარაუდო შემთხვევასთან, ან მუშაობდა, ან იმყოფებოდა (ვიზიტით) ისეთ სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც COVID-19-ის დადასტურებული ან სავარაუდო შემთხვევებს მკურნალობდნენ, ის სასწრაფო დახმარების ბრიგადის საშუალებით გადაყვანილ იქნება ინფექციურ საავადმყოფოში, სადაც ჩაუტარდება კვლევა ახალი კორონავირუსის გამოსარიცხად. ამისათვის იღება ცხვირ-ხახის ნაცხი და იზავნება ლუგარის ლაბორატორიაში, საიდანაც არაუგვიანეს 12 სთ-ში ცნობილი იქნება კვლევის პასუხი. საავადმყოფოდან გაწერა ხდება დაავადების შესაბამისი კლინიკური ნიშნების არარსებობის და/ან ლაბორატორიული კვლევის შედეგების გამოსწორების შემთხვევაში.
  • ტემპერატურული რეაქცია არ დაუფიქსირდა, არც სასუნთქი სისტემის რაიმე ტიპის პრობლემა დაუფიქსირდა, მაგრამ ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდა კონტაქტში ინფიცირებულ პირთან და ეპიდემიოლოგების მიერ ჩატარებული კვლევით დადგინდა მისი ,,კონტაქტის“ სტატუსი, ასეთ შემთხვევაში მგზავრი ექვემდებარება ორკვირიან იზოლაციას: იმ შემთხვევაში, თუ მგზავრის საცხოვრებელი ადგილი შეესაბამება თვითიზოლაციის მოთხოვნებს,  ის შესაბამისი ინსტრუქციის გაცნობის შემდეგ იგზავნება სახლში, სადაც განხორციელდება მისი პერიოდული კონტროლი ეპიდემიოლოგის მიერ.
  • სხვა შემთხვევაში მგზავრის  გადაყვანა ხდება სამინისტროს მიერ გამოყოფილ საკარანტინო ზონაში, სადაც განხორციელდება მისი პერიოდული კონტროლი ეპიდემიოლოგის მიერ.
  • თუ თვითიზოლაციის ან საკარანტინო ზონაში მოთავსებული პირი დასაქმებულია,  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უფლებამოსილია, ასეთ პირებზე, მოთხოვნის შემთხვევაში, გასცეს საავადმყოფოს ფურცლის ტოლფასი სამართლებრივი შედეგების მქონე ცნობა.

რაც შეეხებ დღეს არსებულ ეპიდსიტუაციას, 5 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი 4 მოქალაქეს დაუდასტურდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის თქმით, მე-4, ბოლო შემთხვევა იტალიიდან ჩამოსული პირია, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სხვა მანამდე დადასტურებული შემთხვევებისგან განსხვავებით, უფრო საყურადღებოა.

ამავე თემაზე

https://batumelebi.netgazeti.ge/news/257274/

მასალების გადაბეჭდვის წესი