ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

საქართველოს და სომხეთის მოქალაქეები საზღვარს ID ბარათებით გადაკვეთენ – ფაშინიანი

4 მარტი, 2020 • 3360
საქართველოს და სომხეთის მოქალაქეები საზღვარს ID ბარათებით გადაკვეთენ – ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშიანიანი აცხადებს, რომ მომავალში სომხეთის და საქართველოს მოქალაქეები საზღვრის გადაკვეთას ID ბარათებით შეძლებენ და საერთაშორისო პასპორტები აღარ დასჭირდებათ.

ნიკოლ ფაშინიანი 3-4 მარტს თბილისში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. ვიზიტის დასრულების შემდეგ, 4 მარტს, სომხეთის პარლამენტში დეპუტატებს განუცხადა, რომ მან და საქართველოს პრემიერმა გიორგი გახარიამ ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც აღნიშნულ ცვლილებას ითვალისწინებს.

„ჩვენ შევთანხმდით და ახლა საჭიროა ამ შეთანხმების იმპლემენტაცია“, – განაცხადა მან. მის სიტყვებს გამოცემა news.am ციტირებს.

მოგვიანებით სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა, რომ საზოგადოებას ეტაპობრივად აცნობებენ ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების შესახებ და არ დაუკონკრეტებია, როდის შევა შეთანხმება ძალაში.

ამჟამად საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეებს საერთაშორისო პასპორტები სჭირდებათ საზღვრის გადასაკვეთად.

მასალების გადაბეჭდვის წესი