ახალი ამბები

“ტექნიკური ხარვეზია” – როგორ გამოჩნდა ტოტალიზატორის რეკლამა საპატრიარქოს საიტზე

4 მარტი, 2020 • 2091
“ტექნიკური ხარვეზია” – როგორ გამოჩნდა ტოტალიზატორის რეკლამა საპატრიარქოს საიტზე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ვებგვერდზე ერთ-ერთი ტოტალიზატორის რეკლამა გამოჩნდა. როგორგ ამ საკითხზე საპატრიარქოში “ნეტგაზეთს” უთხრეს, საიტი განახლდა, სატესტო რეჟიმში მუშაობს და აღნიშნული ტექნიკური ხარვეზია.

საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ საპატრიარქოს ტელევიზიაში აზარტული თამაშების რეკლამირება აკრძალულია, შესაბამისად, “ერთსულოვნების” ფანჯარაში აზარტული თამაშების რეკლამის გამოჩენა ტექნიკური ხარვეზია, რომელიც გამოსწორდება.

საპატრიარქოს ტელევიზიის “ერთსულოვნების” ფანჯარა საპატრიარქოს ოფიციალური საიტზე Myvideo-ს მეშვეობითაა განთავსებული, რომელიც სატელევიზიო ტრანსლაციებს ინტერნეტში ავრცელებს და შესაბამის რეკლამასაც თვითონ ანთავსებს.

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძის განმარტებით, ტექნიკური ხარვეზი რამდენიმე დღეში გამოსწორდება.

განახლება: რამდენიმე საათში საპატრიარქოს პრესცენტრმა ვრცელი განმარტება გაავრცელა:

მასალების გადაბეჭდვის წესი