ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ევროსაბჭოს პლატფორმა ეხმაურება სომხურ მედიაში სტატიის გამო დაწყებულ გამოძიებას

4 მარტი, 2020 • 1446
ევროსაბჭოს პლატფორმა ეხმაურება სომხურ მედიაში სტატიის გამო დაწყებულ გამოძიებას

ევროსაბჭოს პლატფორმა ჟურნალისტების უსაფრთხოებისთვის სომხური მედიისთვის საფრთხედ აფასებს ორ მედიასაშუალებაში კრიტიკული სტატიების შემდეგ გამოძიების დაწყებას.

სომხეთის სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა (SIS) სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო ორი მედიასაშუალების მასალებთან დაკავშირებით, სადაც საუბარია ერთ-ერთი მინიტრის, სურენ ფაფიკიანის მსჯავრდებულობაზე. სურენ ფაფიკიანი ტერიტორიული ადმინისტრაციის და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტს იკავებს 2018 წლიდან.

2020 წლის სტატიები, რომლებიც 13-14 თებერვალს გამოქვეყნდა გამოცემებში, Hraparak-სა და Iragir.am-ში, წერია, რომ სურენ ფაფიკიანი მალავს ფაქტს, რომ მსჯავრდებულად იყო ცნობილი.

სტატიებში ნათქვამია, რომ სურენ ფაფიკიანი 2006 წელს ცნეს დამნაშავედ სავალდებულო სამხედრო სამსახურში ყოფნის პერიოდში, თავისი ზემდგომი პირის დაჭრის ბრალდებით და 2 წლითა და 3 თვით პატიმრობა მიუსაჯეს, ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ კი გაათავისუფლეს. მათივე ცნობით, ეს ამბავი რუსეთის სამხედრო ბაზაზე მოხდა.

ფაფიკიანს მსჯვარდების ფაქტი არ უარყვია, თუმცა სტატიები გააკრიტიკა მის „პირად ცხოვრებაში შეჭრის გამო“ და სამართალდამცავებს მოუწოდა, გამოეძიებინათ, თუ ვისგან მოხდა ინფორმაციის გაჟონვა. მისი ვარაუდით, ინფორმაცია მედიას ყოფილმა ან ახლანდელმა თანამდებობის პირმა მიაწოდა, რათა მოხდეს ნიკოლ ფაშიანიანის მთავრობის დისკრედიტაცია.

სომხეთის სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 20 თებერვალს გამოაცხადა, რომ დაიწყო „შესაძლო დანაშაულის გამოძიება ადამიანის პირადი ცხოვრების შესახებ არსებული, საიდუმლო ინფორმაციის არალეგალურად მოპოვების გამო“.

2 აპრილს ევროსაბჭოს პლატფორმამ — „პლატფორმა ჟურნალისტიკის დასაცავად და ჟურნალისტების უსაფრთხოებისთვის“ — ეს საქმე მედიისთვის საფრთხის შემცველ მოვლენებში მონიშნა.

ევროსაბჭოს საიტზე ამ ამბავთან დაკავშირებით წერია:

„საფრთხის წყარო: სახელმწიფო“

კატეგორია: სხვადასხვა აქტი, რასაც არასასურველი ეფექტი აქვს მედიის თავისუფლებაზე“.

მედიასაშუალებები აცხადებენ, რომ არანაირი კანონი არ დაურღვევიათ და ფაფიკიანის ბიოგრაფიის ეს დეტალი თავიდანვე საჯაროდ ცნობილი უნდა ყოფილიყო:

„ჩვენ არ ვართ შეზღუდულები სახელმწიფო მინისტრების ბიოგრაფიების გაშუქებისას. განსაკუთრებით, მაშინ, როდესაც ინფორმაცია სწორია და არც აყენებენ ეჭვქვეშ. ჩართული კამერებით ველით გამომძიებლების მოსვლას“.

33 წლის ფაფიკიანი ნიკოლ ფაშიანიანის მთავრობაში ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა და მისი პარტიის, „სამოქალაქო კონტრაქტის“ ერთ-ერთი ლიდერია. ის აქტიურად იღებდა მონაწილეობას 2018 წლის „ხავერდოვან რევოლუციაში“, რომლის დროსაც მთავრობის მშვიდობიანი ცვლილება მოხდა.

მანამდე იგი ისტორიას ასწავლიდა ერევნის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი