ახალი ამბები

კორონავირუსის გამო, გაუქმდა წიგნის ბაზრობები,სადაც საქართველოც მონაწილეობდა

4 მარტი, 2020 • 981
კორონავირუსის გამო, გაუქმდა წიგნის ბაზრობები,სადაც საქართველოც მონაწილეობდა

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ინფორმაციით, 2020 წლის მარტში საერთაშორისო წიგნის ბაზრობები, სადაც საქართველოც მონაწილეობდა – კორონავირუსის გამო გადაიდო.

ლონდონის ბაზრობა 10-12 მარტს უნდა გამართულიყო, ლაიფციგისა 12-15 მარტს, ხოლო პარიზის 20-23 მარტს. წიგნის საერთაშორისო ბაზრობებზე საქართველო ეროვნული სტენდებით უნდა წარმდგარიყო სლოგანით Follow the Journey of Georgian Charachters.

„2020 წლის 20-23 მარტს უნდა გამართულიყო პარიზის წიგნის ბაზრობა – Salon du Livre de Paris, სადაც საქართველო ეროვნული სტენდით პირველად წარდგებოდა მრავალფეროვანი ლიტერატურულ-კულტურული პროგრამით. თუმცა, კორონავირუსის გავრცელების გამო, პარიზის წიგნის ბაზრობა გაუქმდა და ჩატარდება 2021 წელს.

პარიზის წიგნის ბაზრობას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ევროპის წიგნის ბაზრობებს შორის. ყოველწლიურად 3000-მდე ავტორი და გამომცემელი ხვდება მკითხველს და წარადგენს ახალ წიგნებს,“ – ნათქვამია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი