ახალი ამბები

პოლონეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა

4 მარტი, 2020 • 2220
პოლონეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა

პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრის ცნობით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. კორონავირუსით ინფიცირებული კაცია, რომელიც ამ დროისთვის დასავლეთ პოლონეთში მდებარე ქალაქში ზიელონა-გორის საავადმყოფოში იმყოფება.

Reuters-ის ინფორმაციითვე, გერმანიაში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა დადასტურდა. 4 მარტის მდგომარეობით ქვეყანაში 240 ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამ დრომდე გერმანიის ოფიციალურ უწყებებს ვირუსით გარდაცვალების არცერთ შემთხვევაზე არ გაუვრცელებიათ ინფორმაცია. კორონავირუსი 2019 წლის ბოლოს ჩინეთის ქალაქ ვუჰანში გაჩნდა, შემდეგ კი მთელ მსოფლიოში გავრცელდა.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის 3 მარტის მონაცემებით მსოფლიოს 72 ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 93 160 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. რაც შეეხება საქართველოს, 3 მარტის 21:30 საათის მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 3 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული. კარანტინში გადაყვანილია 148 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 27 პირი იმყოფება.

მასალების გადაბეჭდვის წესი