ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სოხუმი მოსკოვს საპრეზიდენტო კანდიდატის მოწამვლის შესაძლო ფაქტზე ულტიმატუმს უყენებს

4 მარტი, 2020 • 1447
სოხუმი მოსკოვს საპრეზიდენტო კანდიდატის მოწამვლის შესაძლო ფაქტზე ულტიმატუმს უყენებს

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ აფხაზეთში რუსეთის ელჩს ალექსეი დვინიანს მიმართა და მოსკოვს ულტიმატუმი წაუყენა.

ბგანბამ რუსულ მხარეს საპრეზიდენტო კანდიდატის ასლან ბჟანიას შესაძლო მოწამვლის ფაქტზე არსებული მასალების გადაცემა და ამავე საქმეზე რუსეთის პროკურატურისგან გამოძიების დაწყება მოსთხოვა.

ბგანბას განცხადებით, ბჟანიას შესაძლო მოწავლის ფაქტზე ცნობილი, რუსული საინფორმაციო საშუალებებიდან გახდა, რომლებიც თავის მხრივ ანონიმურ წყაროებს ეყრდნობოდნენ.

“ამას ვაფასებთ აფხაზეთის რესპუბლიკაში საზოგადოებრივ-პოლიტიკური სიტუაციის დესტაბილიზაციის ღია მცდელობად, რომელსაც სამოქალაქო დაპირისპირების გამოწვევა შეუძლია”, – განაცხადა ბგანბამ.

შესაბამისად, როგორც აფხაზი მაღალჩინოსანი აცხადებს, აფხაზური მხარე მოითხოვს, აფხაზეთის პროკურატურისთვის ყველა არსებული ინფორმაციის, მათ შორის, სამედიცინო დასკვნის დაუყოვნებლივ გადაცემას. ასევე, რუსეთის გენერალური პროკურატურის მიერ სისხლის სამართლის გამოძიების დაწყებას, ბჟანიას რუსეთის ტერიტორიაზე შესაძლო მოწამვლის ფაქტზე.

იმ შემთხვევაში კი, თუ აფხაზური მხარის მოთხოვნები არ იქნება შესრულებული, სოხუმი ამას აფხაზეთის რესპუბლიკის მიმართ არამეგობრულ აქტად შეფასებს და დაიტოვებს უფლებას აფხაზეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტისა და მოქალაქეების დასაცავად ზომებს მიმართონ.

აფხაზს პოლიტიკოსს, დე ფაქტო რესპუბლიკის საპრეზიდენტო კანდიდატს ასლან ბჟანიას მოწამვლის შესაძლო დიაგნოზით რუსეთის ტერიტორიაზე როგორც 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე, ასევე 2020 წლის [ვადამდელ] საპრეზიდენტო არჩევნებამდე ჰოსპიტალიზაცია დაჭირდა. ოფიციალური ინფორმაციით, აფხაზეთის დე ფაქტო ჯანდაცვის მინისტრთან პირად საუბარში ბჟანიას მკურნალმა ექიმმა რუსეთში, ბჟანიას დიაგნოზად პნევმონია დაასახელა. აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნები 22 მარტსაა დანიშნული.

მასალების გადაბეჭდვის წესი