ახალი ამბები

კორონავირუსი: UK-ში შეცდომაში შემყვანი აღწერის გამო პირბადეების რეკლამა დაბლოკეს

4 მარტი, 2020 •
კორონავირუსი: UK-ში შეცდომაში შემყვანი აღწერის გამო პირბადეების რეკლამა დაბლოკეს

ბრიტანეთში, შეცდომაში შემყვანი აღწერის გამო Amazon-ზე პირბადეების რეკლამა დაბლოკეს.

როგორც BBC წერს, გადაწყვეტილება მარეგულირებელმა მიიღო. საუბარია ორ კომპანიაზე, რომლებიც პირბადეების რეკლამაში უთითებდნენ, რომ ისინი კორონავირუსის გავრცელებას უშლიდნენ ხელს.

როგორც BBC წერს, მარეგლირებლის განმარტებით აღნიშნული რეკლამა “შეცდომაში შემყვანი და უპასუხისმგებლო იყო” ასევე, პანიკის გავრელებას უწყობდა ხელს რის გამოც, მისი წაშლის გადაწყვეტილება მიიღეს.

როგორც მარეგულირებლის განცხადებაში წერია, რეკლამა შეცდომაში შემყვანი იყო, რადგან ის ოფიციალურ რჩევებს ეწინაარმდეგებოდა. კერძოდ, სპეციალისტები მოსახლეობას კორონავრუსისგან თავის დასაცავად პირბადეების გამოყენებას არ ურჩევენ და მცირეა მისი სარგებლიანობის მტკიცებულება სამედიცინო დაწესებულების გარეთ.

ამ დროისთვის სპეციალისტების მთავარ რეკომენდაციად ჰიგიენის დაცვა და ხელების ხშირად დაბანა რჩება.

 

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის 3 მარტის მონაცემებით მსოფლიოს 72 ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 93 160 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. რაც შეეხება საქართველოს, 3 მარტის 21:30 საათის მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 3 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული. კარანტინში გადაყვანილია 148 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 27 პირი იმყოფება.

მასალების გადაბეჭდვის წესი