ახალი ამბები

ტემპერატურის მომატების პარალელურად, შესაძლოა, კორონავირუსის ინტენსივობამ იკლოს – გამყრელიძე

3 მარტი, 2020 • 766
ტემპერატურის მომატების პარალელურად, შესაძლოა, კორონავირუსის ინტენსივობამ იკლოს – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსით დაავადების ინტენსივობამ, შესაძლოა, დათბობასთან ერთად იკლოს.

გამყრელიძემ დღეს ბრიფინგზე თქვა, რომ მიუხედავად იმედის მომცემი პროგნოზისას, ქვეყანა ყველაფრისთვის უნდა იყოს მზად.

„ეს გახლავთ რესპირაციული ვირუსი და ზოგადად, რესპირაციული ვირუსებისთვის დამახასიათებელია სეზონურობა.

არის პროგნოზი, რომ ტემპერატურის მომატებასთან ერთად, შეიძლება, ინტენსივობა ამ ვირუსისა შემცირდეს. თუმცა, ეს ქვეტიპი ვირუსის გახლავთ ახალი, რომლის ისტორია გახლავთ 2 თვე. ჯერ არ იციან მეცნიერებმა კარგად, ამ ვირუსის ქცევის ფორმატი. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ,“ – განმარტავს გამყრელიძე.

დღევანდელ ბრიფინგზე ასევე ცნობილი გახდა, რომ საქართველოში, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის შემთხვევები არ გაზრდილა. ასეთი დიაგნოზი ქვეყანაში კვლავ 3 ადამიანს აქვს. სამივე საქართველოს მოქალაქეა, მათგან ორი ირანიდან ჩამოვიდა, ერთი კი იტალიიდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი