ახალი ამბები

შეგიძლიათ ჭაჭა გააზავოთ წყალში და გამოიყენოთ ხელის ანტისეპტიკად – გამყრელიძე

3 მარტი, 2020 • 1421
შეგიძლიათ ჭაჭა გააზავოთ წყალში და გამოიყენოთ ხელის ანტისეპტიკად – გამყრელიძე

დააავდებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ თუ მოქალაქეებს ანტისეპტიკური ხსნარები (ე.წ. სანიტაიზერები) არ აქვთ, მათ შეუძლიათ ხელისა და ზედაპირის გასაწმენდად წყალში გახსნილი ჭაჭა გამოიყენონ.

გამყრელიძეს დღეს ბრიფინგზე ჰკითხეს, თუ რა სიახლეა ქვეყანაში რიგი ჰიგიენური საშალებების – პირბადეებისა და ანტისეპტიკური ხსნარების – დეფიციტთან დაკავშირებით.

ამირან გამრელიძემ განმარტა, რომ მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ამგვარი დეფიციტი მართლაც არსებობს, რაც დღევანდელი ეპიდსიტუაციითა გამოწვეული. მისი ვარაუდით, უახლოეს დღეებში სიტუაცია შეიცვლება.

„მაგრამ ამავე დროს არის სხვა საშუალებებიც, საპნის დეფიციტი ნამდვილად არ არის. ასევე შეგვიძლია გავაზავოთ ოდნავ სპირტი. ხომ იყო გადმოცემები, ჭაჭა შველისო?! ჭაჭა დასალევად კი არ შველის, ჭაჭა შეგიძლიათ გააზავოთ წყალში, მას ანტისეპტიკური თვისებები აქვს,“ – ამბობს გამყრელიძე.

დღევანდელ ბრიფინგზე ასევე ცნობილი გახდა, რომ საქართველოში, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის შემთხვევები არ გაზრდილა. ასეთი დიაგნოზი ქვეყანაში კვლავ 3 ადამიანს აქვს. სამივე საქართველოს მოქალაქეა, მათგან ორი ირანიდან ჩამოვიდა, ერთი კი იტალიიდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი