ახალი ამბები

გამყრელიძე: სავაჭრო ცენტრებს და კინოთეატრებს ჰიგიენური ნორმების დაცვისკენ მოუწოდებს

3 მარტი, 2020 • 948
გამყრელიძე: სავაჭრო ცენტრებს და კინოთეატრებს ჰიგიენური ნორმების დაცვისკენ მოუწოდებს

დაავადებათა კონსტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე სავაჭრო ცენტრებსა და კინოთეატრებს კორონავირუსის გავრცელების რისკების თავიდან ასაცილებლად ჰიგიენური ნორმების დაცვისკენ მოუწოდებს.

გამყრელიძე ამ დაწესებულებების ადმინისტრაციას ურჩევს, დაწესებულებები ხშირად დაალაგონ, გაანიავონ და მომხმარებლებისთვის ხელის დასაბანი ანტიბაქტერიული საშუალებების ხელმისაწვდომობა უზრუნველყონ:

“მინდა ხაზი გავუსვა დიდი თვშეყრის ადიგლების შესაბამის ჰიგიენურ უზურნველყოფას, სადაც მიუხედავად ყველაფრისა, ადამიანები მიდიან. აუცილებელია და განსაკუთრებით მინდა მივმართო დიდ მოლებს, დიდ მაღაზიებს, დიდ კინოთატრებსა და ა.შ სადაც ბავშვები და მოზარდები დადიან, დაცული იყოს ჰიგინეური ნორმები. ხშირად დალაგება, ხშირად განიავება და ხელის დასაბანი საშუალებების ხელმისაწვდომობა ადამიანებისთვის,” – ამბობს ამირან გამყრელიძე.

ამ საკითხზე “ნეტგაზეთი” კინოთეატრების ქსელ “კავეას” დაუკავშირდა. “კავეაში ამბობენ”, რომ კინოდარბაზებს უკვე ამუშავებენ სპეციალური ხსნარით და ანტიბაქტერიული ხსნარებიც მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომია.

3 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 3 შემთხვევა დაფიქსირდა, ათეულობით საეჭვო შემთხვევას კი კლინიკებსა და საკარანტინო სივრცეებში აკვირდებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი