ახალი ამბები

ამირან გამყრელიძის რეკომენდაციები ბანკებსა და მომხმარებლებს

3 მარტი, 2020 • 1355
ამირან გამყრელიძის რეკომენდაციები ბანკებსა და მომხმარებლებს

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მოსახლეობასა და ბანკებს ახალი რეკომენდაციებით მიმართავს, რომელიც ფულად ანგარიშსწორებას ეხება.

მისი თქმით, სასურველია ვეცადოთ, რომ ანგარიშსწორება იყოს ელექტრონული. მისი თქმით, კორონავირუსის გამო ჩინეთი მთლიანად გადავდა ელექტრონულ ანგარიშსწორებაზე. გამყრელიძის განმარტებით, მართალია საქართველოში ჩინეთის მსგავსი მდგომარეობა არ არის, თუმცა პრევენციისთვის სასურველია ყველა სახის სიფრთხილის ზომების დაცვა.

საუბარია გარკვეული პროდუქციის ყიდვისას არა ნაღდი ფულით, არამედ საბანკო ბარათით [აპლიკაციით] გადახდაზე.

გამყრელიძის თქმით, ნაღდი ფულის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ხელების ჰიგიენურად დამუშავება.

მან რეკომენდაციით მიმართა ბანკებს, რომ ყველა ფილიალში უზრუნველყონ ხელის დასამუშავებელი სივრცეებისა და საშუალებების არსებობა როგორც საკუთარი თანამშრომლებისთვის, ასევე მომხმარებლებისთვის, რომლებიც ფულს შეეხებიან.

ამასთან, მისი თქმით, სასურველია, რომ არ იყოს რიგები პენსიების აღების დროს და ბანკმა ამ კუთხით გარკვეული გეგმა შეიმუშავოს. ასევე სასურველია, რომ პენსიონერებს ხელების ჰიგიენური წესით დამუშავების საშუალება მიეცეთ ფულის გატანისას.

გამყრელიძემ კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას, რომ თავი აარიდონ დიდ თავყრილობებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი