ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთში კვლავ აქციებია – მოქალაქეების ნაწილი ჩინოვნიკების გადადგომას მოითხოვს

3 მარტი, 2020 • 1371
აფხაზეთში კვლავ აქციებია – მოქალაქეების ნაწილი ჩინოვნიკების გადადგომას მოითხოვს

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტობის კანდიდატის, ოპოზიციონერი ასლან ბჟანიას  მხარდამჭერებმა დე ფაქტო მთავრობის შენობა დაიკავეს.  დაახლოებით, 100 მომიტინგე შენობაში იმყოფება, რომელსაც ბჟანიას მხარდამჭერები იცავენ. შენობიდან ისმის ყვირილი.

მომიტინგეების თავდაპირველი მოთხოვნა იყო – ასლან ბჟანიას ჰოსპიტალიზაციის გამო არჩევნების თარიღის გადატანა.

რამდენიმე დელეგატი პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებლის ვალერი ბგანბასთან შესახვერად გაემართა, თუმცა, უარის შემდეგ, მომიტინგეებმა განაცხადეს, რომ უკვე თავად ბგანბას, ჯანდაცვის მინისტრის, თამაზ წახნაკიას, შს მინისტრის რაულ სმირის დ თავდაცვის მინისტრის მერაბ ქიშმარიას გადადგომას ითხოვენ.

მომიტინგეები დარწმუნებული არიან, რომ ისინი ვერ აკონტროლებენ წინასაარჩევნო კამპანიას და ზოგადად სიტუაციას აფხაზეთში.

დე ფაქტო პრეზიდენტობის კანდიდატი ასლან ბჟანია შესაძლო მოწამვლის გამო, კვლავ ჰოსპიტალიზებულია.

საპრეზიდენტო არჩევნები აფხაზეთში 2020 წლის 22 მარტსაა დანიშნული. საერთაშორისო საზოგადოება როგორც აფხაზეთში, ასევე სამხრეთ ოსეთში ნებისმიერ არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი