კერძოდ, შსს–ს ცნობით, პირველად ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ. ავარიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. მეორე შემთხვევაში იმავე ადგილას ერთმანეთს სასწარაფოსა და პატრულის ავტომანქანები შეეჯახნენ, რის შედეგადაც გარდაიცვალა ერთი ადამიანი და 3 პოლიციელი დაშავდა.
შსს–ს ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის მე–7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.