ახალი ამბები

“რუსთავი 2–ის” კონცერტი ბათუმში 4 აგვისტოს გაიმართება

31 ივლისი, 2015 •
“რუსთავი 2–ის” კონცერტი ბათუმში 4 აგვისტოს გაიმართება

კულტურულ ღონისძიებათა პროგრამაში, რომელიც “ნეტგაზეთმა” ბათუმის მერიისგან დღეს მიიღო, აღნიშნულია, რომ 1 აგვისტოს ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიროტიაზე, 19:00–ზე ბათუმის კულტურის ცენტრის ქორეოგრაფიული ანსამბლის და ვოკალური ანსამბლ “ბათუმის” კონცერტია დაგეგმილი. თუმცა, აღნიშნული ღონისძიება არ არის ასახული ბათუმის ოფიციალური ტურისტული პორტალის, gobatumi.com–ის “ივენთ კალენდარზე”. 

 

ბათუმის მერიის მიერ
ბათუმის მერიის მიერ ‘ნეტგაზეთისთვის’ მიწოდებული კულტურულ ღონისძიებათა პროგრამა

ბათუმის მერიის პრესსამსახურში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ 1–დან 3 აგვისტოს ჩათვლით ჩანიშნულია ბათუმის კულტურის ცენტრის ღონისძიებები, რომელიც თვენახევრით ადრე დაიგეგმა. გარდა ამისა, პრესსამსახურში აცხადებენ, რომ 1 აგვისტოს ანბანის კოშკთან ფეხბურთის ფედერაცია განათავსებს უეფას თასებს და მსურველებს მათი ნახვისა და სამახსოვრო ფოტოების გადაღების შესაძლებლობა ექნებათ. 

 

“რუსთავი 2–ის” კონცერტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ქუთაისის მერიამაც. მერიის განცხადებით, მცდარია ინფორმაცია, თითქოს “რუსთავი 2–ს” კონცერტის ხელს ხელოვნურად უშლიან. 

 

ქუთაისის მერია აცხადებს, რომ “რუსთავი 2-მა” კონცერტის ჩატარება ცენტრალურ მოედანზე მოითხოვდა, რაც ძირითადი სატრანსპორტო კვანძის გადაკეტვას გამოიწვევდა. ასევე, მერიის განცხადებით, “რუსთავი 2” დაპირდა ქუთაისის მოსახლეობას, რომ 24–25 ივლისს კონცერტს ბალახვნის მოედანზე ჩაატარებდა, თუმცა ასე არ მოქცეულა.

 

რაც შეეხება ფოთს, “რუსთავი 2–ის” ცნობით, აქ მერიისგან თანხმობა კონცერტის 3 აგვისტოს ჩატარების შესახებ მიიღეს. თავდაპირველად, ტელეკომპანიას კონცერტის გამართვაზე ფოთის მერიამაც უარი უთხრა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი