ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთის დე ფაქტო საპრეზიდენტო კანდიდატი კვლავ ჰოსპიტალიზებულია

2 მარტი, 2020 • 1765
აფხაზეთის დე ფაქტო საპრეზიდენტო კანდიდატი კვლავ ჰოსპიტალიზებულია

აფხაზეთის დე ფაქტო საპრეზიდენტო კანდიდატი, ასლან ბჟანია კვლავ ჰოსპიტალიზებულია. როგორც წინა შემთხვევაში, მიზეზი, ამჯერადაც სავარაუდო მოწამლვას შეეხება.

ასლან ბჟანია, აფხაზური მედიის ცნობით, სოჭის ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

28 თებერვალს დე ფაქტო პრეზიდენტობის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი ასლან ბჟანია მოსკოვში იმყოფებოდა, სადაც აფხაზურ დიასპორას შეხვდა.

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი, ასლან ბჟანია, რომელსაც დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტობა ჯერ კიდევ 2019 წლის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებზე სურდა, შესაძლო მწვავე მოწამვლის მიზეზით რუსეთის სამედიცინო კლინიკაში მოხვდა. როგორც ბჟანიას ოჯახის წევრები და მხარდამჭერები აცხადებდნენ, მათ გერმანიიდან ექსპერტიზის შედეგები მიიღეს, რომლის შესაბამისად, ბჟანია მოწამვლის შედეგად გახდა შეუძლოდ. ასლან ბჟანიასთან ერთად კლინიკაში მისი დაცვის ორი წევრიც მკურნალობდა. ასევე, ბჟანიას მხარდამჭერები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გამოძიებას მოითხოვდნენ.

ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები აფხაზეთში რამდენიმე კვირაში გაიმართება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი