ახალი ამბები

ირანის უზენაესი ლიდერის მრჩეველი კორონავირუსით გარდაიცვალა

2 მარტი, 2020 • 2217
ირანის უზენაესი ლიდერის მრჩეველი კორონავირუსით გარდაიცვალა

ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მრჩეველთა საბჭოს წევრი ორშაბათს კორონავირუსით დაავადების გამო გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ირანის სახელმწიფო რადიოზე დაყრდნობით გამოცემა TIME ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მრჩეველთა საბჭოს წევრი, 71 წლის მოჰამად მირმოჰამადი თეირანის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

მის გარდა, კორონავირუსით ქვეყნის ხელისუფლების წევრებიდან დაავადებულები არიან ირანის ვიცე-პრეზიდენტი, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე და პარლამენტის წევრები.

ირანში ამჟამად კორონავირუსით დაავადების 978 შემთხვევაზე და 54 გარდაცვალებაზე საუბრობენ. ჩინეთის შემდეგ ირანში სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია – 5 პროცენტზე მეტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი