აფხაზეთში, სოხუმთან ახლოს მეწყერმა მსუბუქი ავტომობილი ჩაიყოლა.
აფხაზეთის საგანგებო სიტუაციების დე ფაქტო სამინისტროს თანახმად, მათთან 1 მარტს, დილის 9-ის ნახევრისთვის შევიდა შეტყობინება სოხუმის რაიონის სოფელ ქვემო ეშერაში მეწყერის ჩამოწოლის შესახებ.
მათი ცნობით, მეწყერში „მერსედერის“ მარკის ავტომობილი მოჰყვა, თუმცა არავინ დაშავებულა და მანქანაც ამწის დახმარებით ამოიყვანეს.
რაიონის ადგილობრივი, დე ფაქტო ადმინისტრაციის თანახმად, გზის 10-მეტრიანი მონაკვეთი განადგურდა.







