ახალი ამბები

ერთ წელში ხილი 25%-ით, ყველი 19%-ით, ხორცი 15%-ით გაძვირდა – საქსტატი

2 მარტი, 2020 • 2461
ერთ წელში ხილი 25%-ით, ყველი 19%-ით, ხორცი 15%-ით გაძვირდა – საქსტატი

საქსტატის ახალი მონაცემების თანახმად, ერთ წელიწადში მნიშვნელოვნად გაიზარდა სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ფასი: ხილი 25.1%-ით, რძე, ყველი და კვერცხი 19.2%-ით, ხორცი და ხორცის პროდუქტები 15.1%-ით, შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული 11.2%-ით გაძვირდა.

ამასთან, ბოსტნეულის და ბაღჩეულის ფასები გაზრდილია 11.1%-ით, თევზეული — 10.3%-ით, მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები 8.7%-ით, ზეთი და ცხიმი 7.4%-ით, პური და პურპროდუქტები 5.6%-ით, ყავა, ჩაი და კაკაო კი 5%-ით. ჯამში, საშუალოდ, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ფასი 12.7%-ით გაიზარდა.

საქსტატმა 2 მარტს გამოაქვეყნა ყოველთვიური და წლიური ინფლაციის მაჩვენებლები, სადაც სხვადასხვა პროდუქტზე ფასების ცვლილებებია ასახული.

პროცენტული ცვლილება წინა წლის
შესაბამის თვესთან შედარებით. წყარო: საქსტატი

2020 წლის თებერვალში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6.4 პროცენტი შეადგინა. ეს ნიშნავს, რომ ინფლაცია წილა თვესთან შედარებით 0.3%-ით გაიზარდა, წილა წლის თებერვალთან კი  6.4%-ით.

სხვა მონაცემები ასეთია:

ყოველთვიური ინფლაცია. წყარო: საქსტატი

წლიური ინფლაცია. წყარო: საქსტატი

მასალების გადაბეჭდვის წესი