ახალი ამბები

იმნაძე დამსაქმებლებს მოუწოდებს, იტალიიდან ჩამოსულები 2 კვირით დაითხოვონ

2 მარტი, 2020 • 1414
იმნაძე დამსაქმებლებს მოუწოდებს, იტალიიდან ჩამოსულები 2 კვირით დაითხოვონ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ დამსაქმებლებს მოუწოდა, რომ იტალიიდან ჩამოსული თანამშრომლები ორი კვირის განმავლობაში არ დაუშვანს სამსახრუებში კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასარიდებლად. აღნიშნულის შესახებ მან ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში ისაუბრა:

“იმ სამსახურების ხელმძღვანელებს, ვინც იციან, რომ მათი თანამშრომლები იტალიიდან ჩამოვიდნენ, მოვუწოდებ, რომ ორი კვირის განმავლობაში ისინი არ დაუშვან სამსახურებში იმიტომ, რომ ამით რისკი გაიზრდება სხვა მათი თანამშრომლებისათვის”, – განმარტა იმნაძემ.

იმნაძის თქმით, კორონავირუსის მატარებელი სამი პაციენტის დროულად აღმოჩენამ ბევრ ადამიანზე გავრცელების საფრთხის პრევენცია მოახდინა.

2 მარტის მდგომარეობით, მსოფლიოში კორონავირუსის 90 ათასამდე შემთხვევა დადასტურდა, საიდანაც 45 ათასამდე გამოჯანმრთელებით დასრულდა, დაიღუოპა 3 100-მდე. საქართველოში ამ დრომდ ეკორონავირუსის 3 შემთხვევაა დაფიქსირებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი