ახალი ამბებირეკლამა

წმ.ანდრიას ქართულ უნივერსიტეტი გაზაფხულის სემესტრს სასიამოვნო სიახლეებით იწყებს

2 მარტი, 2020 • 2045
წმ.ანდრიას ქართულ უნივერსიტეტი გაზაფხულის სემესტრს სასიამოვნო სიახლეებით იწყებს

SANGU-სა და ნიდერლანდების ბიზნეს სკოლას (Business school Netherlands) შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რაც გამოწვევების მოყვარულ სტუდენტებს შანსს მისცემს, მიიღონ საერთაშორისო გამოცდილება.

მემორანდუმის მთავარი მიზანია, რომ ბიზნესისა და ეკონომიკის მიმართულებით, სამაგისტრო და სადოქტორო ხარისხის, მაღალკვალიფიკაციური სამუშაო ძალა მოამზადოს. როგორც ვიცით, აღნიშნული სფეროები საქართველოშიც და მის გარეთაც ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია. უნივერსიტეტები გეგმავენ ორმხრივი პროექტების განხორციელებას, რაც სტუდენტებს დაეხმარება ევროპული გამოცდილების მიღებაში.

მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის სტუდენტები ჩაერთვებიან „ნიდერლანდების ბიზნეს სკოლის“ საგანმანათლებლო და კვლევით საქმიანობაში.

მემორანდუმი SANGU-ს სტუდენტებს ხელს შეუწყობს:

[checklist]

  • მიიღონ ხარისხიანი განათლება;
  • ჩაატარონ გაერთიანებული კვლევით საქმიანობა;
  • დისტანციურად მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა სემინარებში და ონლაინ შეხვედრებში;
  • დაესწრონ ონლაინ ლექციებს;
  • გაიარონ კონსულტაცია აკადემიურ პერსონალთან და გაესაუბრონ ნიდერლანდების ბიზნეს სკოლის სტუდენტებს;
  • მონაწილეობა მიიღონ ტრეინინგებში, კონფერენციებსა და სხვადასხვა სახის ღონისძიებებში როგორც დისტანციურად, ასევე ფიზიკურად

[/checklist]

თანამშრომლობის ფარგლებში, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტსა და „ნიდერლანდების ბიზნეს სკოლას“ შორის აქტიურად მოხდება გამოცდილების გაზიარება. უნივერსიტეტები გეგმავენ საგანმანათლებლო პროგრამების ერთობლივ განვითარებას, რომელიც უფრო მეტად იქნება ორიენტირებული სტუდენტების ინდივიდუალურ საჭიროებებზე.

2020 წლიდან SANGU-ს დაგეგმილი აქვს რამდენიმე საერთაშორისო უნივერსიტეტთან და კვლევით ცენტრთან თანამშრომლობის დაწყება. თითოეული ასეთი მემორანდუმი დამატებითი შანსია სტუდენტებისთვის, მიიღონ უფრო ხარისხიანი განათლება, ჩაერთონ საერთაშორისო პროექტებში, განავითარონ საკუთარი უნარები და შესაძლებლობები.

მასალების გადაბეჭდვის წესი