ახალი ამბები

კორონავირუსი: ლუვრი თანამშრომლების მოთხოვნით დაიხურა

1 მარტი, 2020 • 2915
კორონავირუსი: ლუვრი თანამშრომლების მოთხოვნით დაიხურა

პარიზში, ლუვრის მუზეუმი კორონავირუსის გავრცელების გამო თანამშრომლების პროტესტის შემდეგ დაიხურა.

როგორც BBC წერს, ლუვრის თანამშრომლებმა ერთსულოვნად მიიღეს გადაწყვეტილება მუზეუმი კვირას არ გაეღოთ დამთვალიერებლებისთვის.

როგორც გამოცემა წერს, მუზეუმის ცნობილი პირამიდის ირგვლივ ტურისტების რიგი წვიმის მიუხედავად არ წყდებოდა, თუმცა მუზეუმის კარი დაკეტილი დარჩა. მუზეუმის ვებსაიტზე კი გავრცელდა განცხადება რომ თანამშრომლებთან იმარებოდა შეხვედრა კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით მისაღებ ზომებთან დაკავშირებით.

ადგილობრივი პროფკავშირის წარმომადგენლის თქმით, შეხვედრაზე ლუვრში დასაქმებულები კორონავირუსთან დაკავშირებულ საფრთხეებზე მსჯელობდნენ და მენეჯმენტის წარმომადგენლებმა ვერ შეძლეს მათი დარწმუნება, რომ მუშაობა გაეგრძელებინათ.

გუშინ, 29 თებერვალს კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცლებლად საფრაგეთის მთავრობამ აკრძალა ყველა სახის შეკრება დახურულ სივრცეში სადაც 5 000 ადამიანზე მეტი იყრის თავს.

BBC-ს თქმით, პროფკავშირის წარმომადგენელა ასევე აღნიშნა, რომ ლუვრი დახურული სივრცეა, სადაც ყოველდღიურად 5 000-ზე მეტი ადამიანი იყრის თავს, შესაბამისად, თანამშრომლების შეშფოთება უსაფუძვლო არაა.

ამ დროისთვის საფრანგეთში დაავადების 100 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა ორი ადამიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი