“დღეს არსებობს დიდი სათამაშო ცენტრები – თბილისი და ბათუმი. თბილისში სამი კაზინო მუშაობს და მეოთხე ახლა შენდება. ბათუმში 10 კაზინო ფუნქციონირებს და კიდევ რამდენიმე ახალი კაზინოს გახსნა იგეგმება”, – როგორც გამოცემა წერს, განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა ლავრენტი გუბინმა.
მისივე თქმით, საქართველოს ეკონომიკა მნიშვნელოვან შემოსავალს იღებს კაზინოების ფუნქციონირების წყალობით.
“სააკაშვილისა და მისი პარტიის წასვლის შემდეგ გარკვეული არასტაბილურობა შეინიშნება. ახალი პარტიის წარმომადგენლები პერიოდულად სთავაზობენ აზარტული თამაშების რეკლამის შეზღუდვას, თუმცა, შემდეგ თავადვე უარს ამბობენ საკუთარ ინიციატივაზე.
თბილისში ძირითადად, მოთამაშეები ირანიდან, აზერბაიჯანიდან, ტაჯიკეთიდან და ყაზახეთიდან ჩადიან, ბათუმში – თურქეთიდან. თუმცა, ბათუმში ნაკლებად არიან VIP მოთამაშეები. ისინი, როგორც წესი, თბილისში ჩადიან”, – აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი.
მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. | |