სომხეთში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, ვირუსი 29 წლის კაცს დაუდგინდა, რომელიც სომხეთში 28 თებერვალს ცოლთან ერთად ირანიდან დაბრუნდა.
მისი თქმით, პაციენტმა ექიმს თავად მიმართა და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. აღსანიშნავია, რომ კორონავირუსზე ტესტმა უარყოფითი შედეგი აჩვენა პაციენტის ცოლის შემთხვევაში.
ფაშინიანი აღნიშნავს, რომ ადამიანებს, რომლებსაც ინფიცირებულთან ჰქონდათ კონტაქტი იზოლაციაში მოაქცევენ.