ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ხაჯიმბა რუსეთის მოქალაქეებზე უძრავი ქონების გადაცემის საკითხზე საუბრობს

30 ივლისი, 2015 • • 981
ხაჯიმბა რუსეთის მოქალაქეებზე უძრავი ქონების გადაცემის საკითხზე საუბრობს
მისივე თქმით, აფხაზეთის ხელისუფლება აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით.
 
 
“ჩვენ შევხვდით პოტენციურ ინვესტორებს, მათ შორის მსხვილ ინვესტორებს, ისეთი, როგორიცაა “როსგოსსტრახი”, შესწავლილია მათი გამოცდილება საინვესტიციო მოედნების შექმნასთან დაკავშირებით, რომლის გამოყენებაც ჩვენთანაც შეიძლება. ჩვენ კეთილსაიმედო პირობები უნდა შევუქმნათ ინვესტორებს ჩვენს ქვეყანაში. გვინდა სერიოზული საინვესტიციო ნაკადი აგრარული და ტურიზმის განვითარების სექტორებში”, – აცხადებს ხაჯიმბა. 
 
 
მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე, რაულ ხაჯიმბას განცხადების სრული ტექსტი მის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. აღნიშნულ განცხადებაში არაფერია ნათქვამი იმაზე, რომ პოტენციურ უცხოელ ინვესტორებზე, კონკრეტულად კი რუსეთის მოქალაქეებზე აფხაზეთში უძრავ ქონებას გაყიდიან, თუმცა, რამდენიმე მედია საშუალების, მათ შორის ინტერფაქსისა და abaza.tv-ს ცნობით, ხაჯიმბამ მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე არ გამორიცხა, რომ უცხოელებზე უძრავი ქონების გაყიდვის საკითხს განსახილველად სახალხო კრებაზე შეიტანენ. 

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.  
 
   

მასალების გადაბეჭდვის წესი