ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანში ოპოზიციონერ აქტივისტს 7,5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

30 ივლისი, 2015 •
აზერბაიჯანში ოპოზიციონერ აქტივისტს 7,5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

თავად ბრალდებული აცხადებს, რომ მისი დაპატიმრების მიზეზი პოლიტიკურია.

 

“დემოკრატიისთვის, ყარაბაღის ომის ინვალიდების უფლებების დაცვისთვის პრინციპული და თანმიმდევრული ბრძოლის გამო, ბლოგისთვის და ფეისბუქზე და ტვიტერზე ჩანაწერებისთვის დამაკავეს. მზად ვარ ჩემი ხალხის გამო ეს სასჯელი ავიტანო. ჯობს სიკეთესთან ახლოს ვიდგე და არა ბოროტებასთან”, – განაცხადა სასამართლო სხდომაზე ასიფ იუსიფლიმ.

 

მისივე თქმით, ის ამაყია, რომ ამჟამად მაზერბაიჯანის დემოკრატიული საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლების გვერდით იმყოფება.


ოპოზიციონერი ბაქოში 2014 წლის 25 ნოემბერს დააკავეს.


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.  
 
  


 

მასალების გადაბეჭდვის წესი