ახალი ამბები

მინდა ბოდიში მოვუხადო თუ მოუმზადებელი პირობები დახვდათ – გამყრელიძე “ვივამედზე”

29 თებერვალი, 2020 • 1132
მინდა ბოდიში მოვუხადო თუ მოუმზადებელი პირობები დახვდათ – გამყრელიძე “ვივამედზე”

დაავადებათა კონტორილის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე “ვივამედში” შექმნილ მდგომარეობაზე კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ამ საკითხზე მუშაობს:

“მოგეხსენებათ ექსტრემალურ პირობებში ვმუშაობთ. მაქვს გარკვეული ინფორმაცია, რაზეც მეკითხებით. “ვივამედი” კერძო დაწესებულებაა და კარგია, რომ კერძო დაწესებულება წამოვიდა თანამშრომლობაზე. მინდა ღია ეთერში ბოდიში მოვუხადო ადამიანებს თუ გარკვეულად მოუმზადებელი პირობები დახვდათ. ვიცი, რომ ჯანდაცვის სამინისტრო საკმაოდ ინტენსიურად არის ჩართული და იქ ყველაფერი წესრიდგება,”-აცხადებს გამყრელიძე.

“მთავარი არხი” არვცელებს “ვივამედში” მყოფი პაციენტების ნათესავების კომენტარეს, სადაც ისინი აცხადებენ, რომ საკარანტინო დაწესებულებაში გათბობა არ არის. ამასთან, არსებობს კვებასთან დაკავშირებული პრობლემებიც. ნეტგაზეთი ჯანდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა. ჩვენ უწყებას ვკითხეთ, კონკრეტულად რამდენი ადამიანი გადაიყვანეს “ვივამედში” და როგორია იქ შექმნილი მდგომარეობა. უწყების კომენტარს მიღებისთანავე გავავრცელებთ.

მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსი ლაბორატორიულად 85 ათასზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 40 ათასამდე გამოჯანმრთელდა, 3 ათასამდე კი დაიღუპა. შემთხვევების უმრავლესობა ჩინეთშია დაფიქსირებული, სადაც უკვე ერთ კვირაზე მეტია, ახალი შემთხვევების გამოვლენის მაჩვენებელი მცირდება. თუმცა, ახალი ფაქტები სულ უფრო მეტად ფიქსირდება იტალიაში, სამხრეთ კორეასა და ირანში.

29 თებერვლის მონაცემებით, კორონავირუსის 3 შემთხვევაა დაფიქსირებული საქართველოშიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი