ახალი ამბები

ინფექციურმა საავადმყოფომ “მთავარ არხს” ბოიკოტი გამოუცხადა, კომენტარი არც სხვა მედიას მისცა

29 თებერვალი, 2020 • 3026
ინფექციურმა საავადმყოფომ “მთავარ არხს” ბოიკოტი გამოუცხადა, კომენტარი არც სხვა მედიას მისცა

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორს მარინა ეზუგბაიას ჟურნალისტების კითხვებისთვის უნდა ეპასუხა, თუმცა მანამდე მოითხოვა “მთავარ არხს” ტერიტორია დაეტოვებინა. საბოლოოდ ინფექციური საავადმყოფოს წარმომადგენელმა, რომელსაც კორონავირუსთან დაკავშირებით მათ კლინიკაში არსებულ ვითარებაზე უნდა ესაუბრა, ჟურნალისტებს კომენტარი არ მისცა. მარინა ეზუგბაიამ კომენტარზე უარის თქმის მიზეზად “მთავარ არხზე” გასული სიუჟეტი დაასახელა, რომელსაც ის “შეკვეთილს” უწოდებს.

“მთავარ არხზე” გასული შეკვეთილი სიუჟეტის დროს გავრცელებული ცილისწამებლური ინფორმაციის გავრცელების გამო მთავარ არხს” ბოიკოტს ვუცხადებ. თუ თქვენ და თქვენი ოპერატორი ბრიფინგის სივრცეს არ დატოვებს განცხადებებს არ გავაკეთებ,”-განაცხადა მან.

ნეტგაზეთი დაინტერესდა თუ აპირებს ინფექციური საავადმყოფო დღეს ინფორმაციის გავრცელებას მათ კლინიკაში არსებული სიტუაციისა და პაციენტების შესახებ. როგორც პრესსამახურში გვითხრეს თუ საბრიფინგო სირცეში” მთავარის არხის” გადამღები ჯგუფი იქნება, ისინი კომენტარს არ გააკეთებენ.

“საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძისა და მარინა ეზუგბაიას გადაწყვეტილებით თუ საბრიფინგო სივრცეში “მთავარის” მიკროფონი და კამერა იქნება განცხადება არ გაკეთდება.”

“მთავრ არხზე” გასული სიუჟეტში საუბარია ინფექციურ საავადმყოფოში არსებულ მძიმე სანიტარულ მდგომარეობაზე. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ამის შესახებ მათ პაციენტების ახლობლებმა განუცხადეს. “მთავარი არხის” საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე სახელმწიფო კლინიკის ამ ქმედებას “გამაოგნებელს” უწოდებს და ამბობს, რომ თუ ინფექციურ საავადმყოფოს პრეტენზია ჰქონდა სიუჟეტში გასულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, მაშინ ამაზე საპასუხო განცხადებით უნდა ეპასუხა:

“გამაოგნებელი ამბავი იყო ჩვენთვის, როდესაც ეს კომენტარი მოვისმინეთ. არხზე გავიდა ბოქსირებულ განყოფილებაში მოთავსებული ერთ-ერთი პაციენტის მიერ გადაღებული ფოტოები , იმ მძიმე მდგომარეობაზე, რომელიც ამ განყოფილებაში იყო. [ამას] ასევე თან ახლდა ამ პციენტის ნათესავის ინტერვიუ, რომელსაც ეს ფოტოები გაუგზავნა.

ჩვენ მოვყევით ფაქტი. იმის მაგივრად, რომ კომენტარი გაეკეთებინათ ამ ფაქტთან დაკავშირებით, ამის ნაცვლად თქვეს, რომ ვიდრე “მთავარი არხი” იქნება, კორონავირუსთან დაკავშირებით ინფორმაციის გავცელებას საერთოდ შეწყვეტენ. წარმოუდგენელი ამბავია. ტელევიზია, რომელიც ფაქტზე ყვება და შენ რევიზიას ახდენ და თან ბოიკოტს აცხადებ… სად წერია საერთოდ ვერ ვხვდები. მართლა წარმოუდგენელი ამბავი ხდება, ასეთი რამ პირველად გავიგე,” – ამბობს მელაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი