ახალი ამბები

მინისტრი მოსამართლის განცხადებაზე: პატიმრების უფლებების დასაცავად შენიშვნა არ მჭირდება

30 ივლისი, 2015 •
მინისტრი მოსამართლის განცხადებაზე: პატიმრების უფლებების დასაცავად შენიშვნა არ მჭირდება

კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებულმა ირაკლი ფირცხალავამ დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც ის მატროსოვის ციხიდან გლდანის მერვე დაწესებულებაში გადაიყვანეს, იქ პატიმრებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ფირცხალავა ასევე ამბობს, რომ თუკი მისი ამ მდგომარეობაში ყოფნა გაგრძელდება, მაშინ არ გამოცხადდება სასამართლო პროცესზე და უარს იტყვის ადვოკატის მომსახურებაზეც. ციხეში არსებულ ცუდ პირობებზე ისაუბრა კიდევ ერთმა ბრალდებულმა, გიორგი ცააძემაც.

 

ამ განცხადების გაკეთების შემდეგ, მოსამართლე ბადრი კოჭლამაზიშვილმა სასჯელაღსრულებსი სამინისტროს მოუწოდა, პატიმრები დაიცვას და 

 

“ვინაიდან ამ განცხადებას აკეთებთ სასამართლო სხდომის დარბაზში მე საჭიროდ ვთვლი, რომ მივმართო საქართველოს სასჯელაღსრულების სამინისტროს, როგორც სახელმწიფო ორგანოს, რომ ის ვალდებულია, დაიცვას ყოველი პატიმრის, ბრალდებულის უსაფრთხოება, იმისდა მიუხედავად, რომელ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იქნება განთავსებული და მივმართავ, რომ ყურად იღოს აღნიშნული განცხადება, რაც დღეს თქვენ მიერ იქნა გაჟღერებული სასამართლო სხდომის დარბაზში და უზრუნველყოს ერთი მხრივ, თქვენი უსაფრთხოება და მეორე მხრივ, თქვენთვის სათანადო პირობების შექმნა,”– განაცხადა მოსამართლემ

 

სასჯელაღსრულების მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ პატიმრების უფლებების დასაცავად მას არავის შემოძახილი არ ჭირდება:

 

“არავის შემოძახილი მე არ მჭირდება, მე იქ იმისთვის ვარ, რომ დავიცვა მათი უფლებები და უზრუნველვყო მათი უფლებები. არავის შენიშვნა მე არ მჭირდება. პირველი, თუ ვინმე იცავს მათ უფლებებს, ეს ვარ მე, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ ამას,”– განაცხადა მღებრიშვილმა.

 

მღებვრიშვილმა დღესვე განაცხადა, რომ ფირცხალავას დღეს გლდანის დაწესებულებიდან მატროსოვზე დააბრუნებენ.

 

“ფირცხალავა გადაყვანილ იქნა გლდანის N8 დაწესებულებაში მისივე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ დღესვე ის დაბრუნებული იქნება უკან,”– განაცხადა მინისტრმა. 

 

გიორგი მღებრიშვილი. ფოტო – სასჯელაღსრულების სამინისტრო
გიორგი მღებრიშვილი. ფოტო – სასჯელაღსრულების სამინისტრო

მასალების გადაბეჭდვის წესი