“ჩვენ შეშფოთებულები ვართ ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტების დაკავებებით და იმ შეზღუდვებით, რომელიც მშვიდობიან მოქალაქეებს დაუწესეს. მოვუწოდებთ აზერბაიჯანის ხელისუფლებას, საკუთარი მოქალააქეების უფლებებს პატივი სცეს და თავისუფალი ნების გამოხატვაზე მათი უფლებები უზრუნველყოს”.
ვაშინგტონში მიაჩნიათ, რომ აზერბაიჯანს შეუძლია მომავალში თავისი სტაბილურობა და ღია საზოგადოებისთვის პირობები შექმნა უზრუნველყოს.
“აზერბაიჯანის ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის სამუშაო ურთიერთობები მნიშვნელოვანია აზერბაიჯანის მომავლისთვის და აშშ ამას მხარს უჭერს. ჩვენ არაერთგზის წამოვჭერით ეს საკითხი აზერბაიჯანის მაღალჩინოსნებთან და თავისუფალი პრესის დაცვის კუთხით ვალდებულებების დაცვა მოვუწოდეთ”, – წერია განცხადებაში.
| |||||||