საქმე იმაშია, რომ ბიჭვინთის, გაგრისა და გუდაუთის მცხოვრებლებმა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ზურაბ წერეთლის ესკიზებით 1960–1970 წლებში აშენებული მოზაიკური გაჩერებების აღდგენაზე და დაცვაზე მთავრობას და პრეზიდენტს მიმართეს.
მიმართვის ხელმომწერები აცხადებენ, რომ უნიკალური მოზაიკური გაჩერებები სავალალო მდგომარეობაშია და მათ პირვანდელი იერსახე უნდა დაუბრუნდეს.
როგორც Sputnik–ს ისტორიულ–კულტურული მემკვიდრეობის დაცვის დეპარტამენტის უფროსმა, ბატალ კობახიამ განუცხადა, აღნიშნულ საკითხს მინისტრთა კაბინეტთან არსებული კომისია განიხილავს.
| ||||