ახალი ამბებიეკონომიკა

2008 წლის კრიზისის შემდეგ საფონდო ბირჟებზე ფასები ყველაზე მეტად დაეცა

28 თებერვალი, 2020 • 2633
2008 წლის კრიზისის შემდეგ საფონდო ბირჟებზე ფასები ყველაზე მეტად დაეცა

მსოფლიოს საფონდო ბირჟები 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ ყველაზე დიდ ვარდნას განიცდიან მას შემდეგ, რაც ინვესტორებმა უარი თქვეს სარისკო აქტივებზე კორონავირუსის პანდემიის ქცევისა და გლობალური რეცესიის დაწყების შიშის გამო, იტყობინება როიტერსი.

როგორც როიტერსი წერს, აქამდე ინვესტორებს ჰქონდათ იმედები, რომ ჩინეთიდან გავრცელებული ვირუსის დამარცხება მალე მოხდებოდა და ეკონომიკური აქტივობა კვლავ ნორმალურ ტემპს დაუბრუნდებოდა, თუმცა ამ იმედებს ხელი შეუშალა ბოლო დროს სხვადასხვა ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებამ.

ამასთან ერთად, გაჩნდა მოლოდინი, რომ შემდეგ თვეში აშშ-ის ფედერალური რეზერვი შეამცირებდა საპროცენტო განაკავეთს, რათა ხელი შეეწყო ეკონომიკური ზრდისთვის.

ფასები საფონდო ბირჟებზე ამერიკაში, ევროპასა და აზიაში, დაახლოებით 3-5, პროცენტით დაეცა – მაგალითად, Dow Jones-ის ინდექსმა განიცადა ყველაზე დიდი ვარდნა 2008 წლის ეკონომიკური კრიზისის შემდეგ.

ფასების კლებით გამოწვეული დანაკარგი 5 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი