მინიმუმ 33 თურქი სამხედრო დაიღუპა სირიაში, იდლიბის პროვინციაში ბაშარ ასადის ერთგული ძალების ავიაიერიშის შემდეგ, აცხადებს თურქეთის ჰათაის პროვინციის გუბერნატორი რაჰმი დოგაი. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს.
გარდა ამისა, დოგანის განცხადებით, იერიშის შედეგად დაშავბულია 35 სამხედრო, რომლებიც თურქეთის ტერიტორიაზე, საავადმყოფოში გადაიყვანეს.
თურქეთის კომუნიკაციების დირექტორის, ფაჰრეთინ ალთუნის თქმით, მომხდარის გამო პრეზიდენტის სასახლეში რეჯეფ თაიფ ერდოღანი უშიშროების საბჭოს სხდომას ატარებს. ამასთან ერთად, მისი თქმით, თურქეთი საპასუხო ზომების მიღებას გეგმავს.