ახალი ამბები

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი მარიამ გოგოსაშვილი გახდა

27 თებერვალი, 2020 • 2147
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი მარიამ გოგოსაშვილი გახდა

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი მარიამ გოგოსაშვილი გახდა. მან ამ პოზიციაზე გიორგი მგელაძე ჩაანაცვლა, რომელიც ქარტიას 2019 წლის დეკემბრიდან ხელმძღვანელობდა.

მარიამ გოგოსაშვილი 2018 წლიდან დღემდე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მედია მიმართულების იურისტად მუშაობდა. მანამდე, 2012-2013 წლებში ამავე ორგანიზაციაში მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის იურისტი იყო. 2013-2017 წლებში კი “სტერეო+-ის” სამართლებრივ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორის კონკურსში, გასაუბრების ეტაპზე სულ 4 კანდიდატი მონაწილეობდა. 9 წევრისგან დაკომპლექტებულმა საბჭომ გადაწყვეტილება დღეს, 27 თებერვალს მიიღო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი