ახალი ამბები

დაიკეტოს სკოლები, უნივერსიტეტები, გაუქმდეს დიდი საჯარო ღონისძიებები – სააკაშვილი

27 თებერვალი, 2020 • 1941
დაიკეტოს სკოლები, უნივერსიტეტები, გაუქმდეს დიდი საჯარო ღონისძიებები – სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის აზრით, საქართველოს მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საზღვრის დახურვა მინიმუმ ერთი კვირით დაიგვიანა.

სააკაშვილის თქმით, ირანთან მხოლოდ ავიამიმოსვლის შეჩერება საკმარისი ღონისძიება არ იყო და საქართველოს ხელისუფლებას უნდა ჩაეკეტა საზღვრები იმ ქვეყნებთან, საიდანაც ხალხი ირანიდან შემოდიოდა.

“ახლ მისაღებია ზომები. ჩემი აზრით, აუცილებლად უნდა დაიკეტოს სკოლები, უნივერსიტეტები, გაუქმდეს დიდი საჯარო ღონისძიებები, იმიტომ რომ ეს ვირუსი არა მხოლოდ ადამიანების ჯანმრთელობას ემუქრება, არამედ ემუქრება ეკონომიკას, ძალიან დიდი ფინანსური პრობლემები შეექმნება მოსახლეობას და ბიუჯეტს. ამიტომ, რაც უფრო მეტი ზომა იქნება მიღებული, მით უფრო ნაკლებ ზიანს მივიღებთ”, – ამბობს სააკაშვილი თავის ვიდეომიმართვაში.

სააკაშვილის თქმით, ხალხი შეშფოთებულია და პროდუქტებს იმარაგებს იმიტომ, რომ არ ენდობა სისტემას.

“სულ სხვა რეაქცია ჰქონდა ხალხს 2008 წელს. ომის ცხელი ფაზის დროს მიახლოებით ასეთი რამეც არ ხდებოდა, იმიტომ რომ, მაშინ იყო ნდობა და ახლა არ არის”, – აღნიშნა სააკაშვილმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ისაუბრა ლუგარის ლაბორატორიის მნიშვნელობაზეც და თქვა, რომ საქართველოს აქვს ერთ-ერთი საუკეთესო ლაბორატორია მსოფლიოში.

“ივანიშვილის ხელისუფლება მასამართლებს მათ შორის იმისთვის, რომ ჩემი მეგობარი რიჩარდ ლუგარი საქართველოში მივიღეთ და გავუმასპინძლდით. ასე გადააყოლა ამ კაცმა თავის პირად ბოღმას ქვეყნის ინტერესები”, – დასძინა სააკაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი