ახალი ამბები

რაზე ისაუბრეს “ოცნებამ” და ოპოზიციამ არაფორმალურ შეხვედრაზე

27 თებერვალი, 2020 • 931
რაზე ისაუბრეს “ოცნებამ” და ოპოზიციამ არაფორმალურ შეხვედრაზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ წინგადადგმული ნაბიჯი უწოდა ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლების, ოპოზიციისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების არაფორმალური შეხვედრას და იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს პერიოდში შეთანხმება შედგება.

“ამ საუზმემ პოზიტიური გავლენა მოახდინა ჩვენს შორის კომუნიკაციაზე. ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი იქითკენ, რომ შევხვდეთ კიდევ ერთხელ და შემდეგი დიალოგის ფარგლებში მთავარი საკითხები შევათანხმოთ ერთმანეთთან. დეტალებზე არ გავაკეთებ კომენტარს, მაგრამ გპირდებით, მოლაპარაკების ყველა საკითხი იქნება ცნობილი, როცა შემდეგი დიალოგი დაინიშნება”, – განაცხადა თალაკვაძემ.

მან არ უარყო და არც დაადასტურა ოპოზიციის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ხელისუფლებამ ოპოზიციას შერეული საარჩევნო სისტემის ახალი თანაფარდობა შესთავაზა 110/40-ზე.

“გაცილებით მნიშვნელოვანი საკითხები განვიხილეთ, რაც ამ რიცხვებს მეორეხარისხოვანს ხდის. დღეს დეტალეზბე არ ვისაუბრებ. ყველა მხრიდან არის ნაბიჯები გადადგმული იქითკენ, რომ მთავარ პრინციპებზე შეთანხმება მოხდეს”, – განაცხადა თალაკვაძემ.

ხელისუფლების ახალი წინადადგების შესახებ ოპოზიციის წარმომადგენლებმა ისაუბრეს. თუმცა ირაკლი კობახიძის თქმით, ეს არ ყოფილა დიალოგის ფორმატი:

“გქვონდა დიპლომატების მიერ ორგანიზებული საუზმე. სხვადასხვა საკითხები განვიხილეთ, რაც დაკავშირებულია პოლიტიკურ პროცესებთან. საარჩევნო თემასთან დაკავშირებით დაისვა კითხვები. ბუნებრივია, ამაზეც იყო დისკუსია. რაც შეეხება კონკრეტულ ინფორმაციას, რომ ჩვენ შევთავაზეთ 110/40-ზე, როგორც ასეთი, ეს ინფორმაცია არის არასწორი. დღევანდელი შეხვედრის მიზანი არ იყო მოლაპარაკების გამართვა. სხვადასხვა საკითხებს განვიხილავდით და რადგან ეს არ იყო მოლაპარაკების ფორმატი, ასე არ ხდებოდა, რომ ჩვენ რაღაცას ვთავაზობდით ან პირიქით. სხვადასხვა საკითხზე იყო საუბარი, სხვადასხვა პრინციპზე, როგორც პროპორციებზე, ასევე, 40%-ზე, რასაც ოპოზიცია ამბობს, რომ მთავრობა არ დააკომპლექტოს ძალამ, რომელიც არჩევნებში 40%-ზე ნაკლებს აიღებს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ოპოზიციამ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ელჩების შუამავლობით მიმდინარე დიალოგზე უარი თქვა გიგი უგულავას დაპატიმრების შემდეგ. თუმცა დღეს, ევროკავშირის ელჩის რეზინდენციაში არაფორმალურ შეხვედრაზე როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, მათ შორის, “ქართული ოცნებიდან” გასული დეპუტატები.

მათი ინფორმაციით, ხელისუფლებამ ოპოზიციას შერეული საარჩევნო სისტემის ახალი თანაფარდობა შესთავაზა 110/40-ზე.

110/40-ზე თანაფარდობა ნიშნავს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 110 დეპუტატს პროორციული წესით არიჩევენ, ხოლო 40-ს მაჟორიტარული.

“ოცნებამ” 110/40-ზე საარჩევნო სისტემა შემოგვთავაზა – ვაშაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი